უხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უხი – (ეგვ. Wh), ფეტიში, მისი სამშობლო იყო კუსა. ეთაყვანებოდნენ ორი ბუმბულით მორთული პაპირუსის ღეროს სახით. ხატხორის კულტში სისტრუმის მსგავსი სიმბოლო იყო. კუსაში უხი ინკორპორირებული იყო ხარში, რომელიც ხატხორის ძროხის მეწყვილედ ითვლებოდა. ედფუში ლომის სახის, დანებით შეიარაღებულ დემონად გამოისახებოდა.