კუსა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუსა – (ეგვ. Kjs, თანამედრ. ელ-კუსია), მეთოთხმეტე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. მდებარეობდა ნილოსის მარცხენა ნაპირზე. უძველეს დროში ეთაყვანებოდნენ ხის ქალღმერთს (Ndft ph(t), „დაბალი ნეჯეფეტ-ხე“, უფრო გვიან – „ატეფ-ხე“), რომელიც ძალიან ადრე შეერწყა ხატხორს.

სავარაუდოდ, ჰიკსოსების მიერ დაკავებული ტერიტორიის საზღვარი კუსას სამხრეთით გადიოდა, ასე რომ ის ჰიკსოსების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაში იყო მოქცეული. დღეს VI და XII დინასტიებით დათარიღებული ადგილობრივი ნომარქების სამარხების გარდა (თანამედრ. მეირთან), ქალაქიდან არაფერია შემორჩენილი. სამარხების წარწერებიდან ჩანს, რომ ადრე შუა სამეფოდან მაინც აქ მთავარი ქალღმერთი ხატხორი იყო, და მას მოიხსენიებდნენ, როგორც „კუსას ქალბატონს“ და „ოქროს“. დედოფალმა ხატშეპსუტმა კუსას მიდამოებში აუგო კლდის ტაძარი ლომის სახის ქალღმერთს პახეტს, რომელიც ასევე ხატხორის მძვინვარე სახის განსახიერებად ითვლებოდა. ტაძარი ცნობილია თავისი ბერძნული სახელით (speos Artemidos), რადგან ბერძნებს ხატხორთან არტემიდა ჰყავდათ გაიგივებული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები