ფალიკური მსვლელობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფალიკური მსვლელობებიარისტოტელემ კომედიის წარმოშობა ფალიკურ მსვლელობას და სიმღერებს დაუკავშირა. ამ სიმღერებს ასრულებდნენ დიონისეს დღესასწაულების დროს გამართულ პროცესიებზე. დიონისეს მსვლელობაში მონაწილეებს მოჰქონდათ ღვინო და კალათით ლეღვი, საბმელით მოჰყავდათ თხა. მათ წინ მიუძღოდა ფალოფორი ფალოსით ხელში (მამაკაცის სასქესო ორგანო – ფალოსი იყო ბუნების მწარმოებელი ძალების სიმბოლო). ეს სიმღერები, საოხუნჯო თქმებითა და უწმაწური ნაკვესებით, მიზნად ისახავდა ხალხის გამხიარულებას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები