ფართობების დამახინჯება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფართობების დამახინჯება – (area deformation), კარტოგრაფიულ პროექციაში ფართობების დამახინჯება სხვადასხვაა რუკის სხვადასხვა წერტილში და განისაზღვრება კერძო მასშტაბის მთავარ მასშტაბთან შეფარდებით. გამოიხატება ერთი მთელის მიმართ ნაწილებში ან პროცენტებში. სწორ ცილინდრულ პროექციაში, სადაც შენარჩუნებულია მოხაზულობების (ფორმების) მსგავსება, დამახინჯება იზრდება ეკვატორიდან პოლუსებისკენ, მაგ.: გრენლანდიის ფართობი აფრიკის ფართობს უტოლდება და ავსტრალიის ფართობს აღემატება.