ფართობთა კანონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფართობთა კანონი – ცენტრალური ძალების ზემოქმედებით ნივთიერი წერტილის (სხეულის მასების ცენტრის) მოძრაობის კანონი, რომლის თანახმად:
- ა) წერტილის ტრაექტორიაა ძალების ცენტრზე გამავალ სიბრტყეში მდებარე ბრტყელი წირი;
- ბ) ფართობი, რომელსაც შემოწერს ძალების ცენტრიდან გავლებული წერტილის რადიუს-ვექტორი, იზრდება დროის პროპორციულად, ე.ი. წერტილი მოძრაობს მუდმივი სექტორული სიჩქარით (v= dS/dt = const).
ფართობთა კანონი აღმოაჩინა ი. კეპლერმა მზის ირგვლივ პლანეტების მოძრაობის შემთხვევისათვის (1609), ხოლო ზოგადი შემთხვევისათვის დაამტკიცა ი. ნიუტონმა (1687).