ფარინგალური თანხმოვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარინგალური თანხმოვნები – (< ბერძნ. pharynx – ყელი, ხახა), ხახისმიერი, ენისძირისმიერი თანხმოვნები, რომელთა წარმოთქმისათვის საჭირო ხშვა ან ნაპრალი წარმოიქმნება ენის ძირის მიბჯენა-მიახლოებით ხახის უკანა კედელთან. თანამედროვე ქართულში ასეთად მიჩნეული იყო ყ. დასტურდება ამ ბგერის ორგვარი წარმოთქმა– ფრიკატული და სპირანტოიდული. პირველ შემთხვევაში ბგერა იწყება ხშვით, რასაც მოსდევს მისი მოშლა და წარმოქმნილ ნაპრალში ჰაერის ხახუნის ჩქამი. მეორე შემთხვევაში ხშვა არასრულია: ბგერა იმთავითვე იწყება ხახუნის ჩქამით, რომელიც შეიძლება პულსირებდეს და დროდადრო წყდებოდეს კიდეც. ორსავე შემთხვევაში შეიძლება დახასიათდეს როგორც გრძლივი თანხმოვანი.

ძველი ქართულსა და თანამედროვე ქართულ დიალექტებში (თუშურში, ფშაურში, ხევსურულში…) წარმოდგენილია აბრუპტივი (ყელხშული) ყ-ს საპირისპირო – ფშვინვიერი ჴ.

აბრუპტივი ყ-ს და ფშვინვიერი ჴ-ს გვერდით ს. ჟღენტი ვარაუდობდა (სვანურის მონაცემებზე დაყრდნობით) მათი მჟღერი ფარინგალური ვარიანტის – (ღ’)-G ukuRma.JPGს არსებობასაც. ტიპოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით, მჟღერი ფარინგალურის არსებობა ეჭვის ქვეშ დგება. საეჭვოდ არის მიჩნეული ფშვინვიერ ჴ-ს და აბრუპტივ ყ-ს „ფარინგალურობის“ საკითხიც.

თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ჴ გამქრალია – წარმოების ადგილის წინ გადაწევის შედეგად დაემთხვა უკანაენისმიერ ხ-ს. შეინიშნება ყ -ს წარმოების ადგილის წინ გადაწევაც.

ზ. ჯაფარიძე

იხილე აგრეთვე

ველარული თანხმოვნები

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები