ფენოპლასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფენოპლასტი – პლასტიკური მასალა (ტექსტოლიტი, მინატექსტოლიტი, აზბოტექსტოლიტი, გეტინაქსი, ფენოქაფპლასტი, ფიჭაპლასტი) დამზადებული ფენოლფორმალდეჰიდური ფისების ფუძეზე. ფენოპლასტი დამზადებულ ნაკეთობებს ახასიათებს მაღალი თბო-, წყალ- და მჟავამედეგობა, კარგი ელექტროსაიზოლაციო თვისებები, მექანიკური სიმტკიცე და სხვა. დამზადებული მასალის სახეობა დამოკიდებულია შემვსებზე, რომლის მიხედვით ფენოპლასტი არის ორი სახის: დისპერსიულ შემვსებზე და დაარმირებული. შემვსები წარმოადგენს დაწნეხილ ფხვნილს. მის გარდა ფენოპლასტის შემადგენლობაში შედის: ფენოლფორმალდეჰიდური ფისი, ორგანული კაჟმიწა, პლასტიფიკატორი, სტეარინის ზეთი, ოლეუმი (SO3-ის ხსნარი გოგირდმჟავაში) და პიგმენტი. ფენოპლასტის წარმოების პროცესი დაფუძნებულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის გამყარებაზე, რომელიც მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე. მიღება ხდება ჩამოსხმის ან დაწნეხის მეთოდით. მზა პროდუქცია იყოფა ექვს ჯგუფად: საერთო დანიშნულების, უამიაკო, ელექტროსაიზოლაციო, ტენ და ქიმიურად მედეგი, დარტყმამედეგი და მხურვალგამძლე. ყველა ტიპის ფენოპლასტი გამოირჩევა სიმტკიცით, სიმსუბუქით, სიიაფით, პლასტიკურობით, თბოსაიზოლაციო თვისებებით, დაბალი ბგერაგამტარობით, ულტრაიისფერი სხივების კარგი გატარებით, ადვილად იღებება, მედეგია ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ, აქვს მაღალი ანტიფრიქციული მახასიათებლები და სხვა. გამოიყენება მშენებლობაში (მაღალი ბგერასაიზოლაციო ბეტონები), საავეჯო, გემთ-, ავია- და ავტომობილების წარმოებაში და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები