ფერადი წიგნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ფერადი წიგნები“ – პოლიტიკური დოკუმენტებისა და მასალების თემატური კრებულების სახელწოდება.

ტერმინი დაკავშირებულია წიგნის ყდის ფერთან, პირველი „ფერადი წიგნები“ – პარლამენტის მასალების და დიპლომატიური დოკუმენტების კრებულები („ლურჯი“, მოგვიანებით „თეთრი“) გამოჩნდა XVII ს-ში ინგლისში, ხოლო XIX ს-ის მე-2 ნახევარში – საფრანგეთში („ყვითელი“), იტალიაში („მწვანე“), ავსტრია-უნგრეთში „(წითელი“ და, საგარეო ვაჭრობის საკითხებზე –„ყავისფერი“) და გერმანიაში („თეთრი“ – კოლონიური პოლიტიკის საკითხებზე).

XIX-XX სს-ის მიჯნაზე „ფერადი წიგნები“ ქვეყნდებოდა ბელგიაში, ბულგარეთში. ბრაზილიაში, საბერძნეთში, დანიაში, მექსიკაში, ნიდერლანდში, პოლონეთში, პორტუგალიაში, სერბეთში, შვედეთში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში.

1920-22 მთელი რიგი „წითელი წიგნები“ გამოაქვეყნა რსფსრ საგარეო საქმეთა სახკომმა. (მაგ., 1920 გამოქვეყნებული „წითელი წიგნი დიპლომატიური დოკუმენტების კრებული რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობათა შესახებ 1918-1920“). საერთაშორისო ორგანიზაციათა დოკუმენტების ზოგიერთი კრებული ასევე „ფერად წიგნებს“ მიეკუთვნება, მაგ, ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირი გამოსცემს „წითელ წიგნს“ ცხოველებისა და მცენარეთა იშვიათი სახეობების გავრცელებისა და დაცვის ღონისძიებათა შესახებ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები