ფერმას სპირალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერმას სპირალი – ბრტყელი ტრანსცენდენტური წირი. მისი განტოლება პოლარულ კოორდინატებში p = a√φ.
წირი ცენტრალურად სიმეტრიულია. იგი შედგება ორი შტოსაგან (რომლებიც შეესაბამებიან a -ს დადებით და უარყოფით მნიშვნელობებს), რომლებიც იწყებიან პოლუსიდან, სადაც აქვს გადაღუნვის წერტილი.
წირი მიეკუთვნება ალგებრულ სპირალებს. მას იხილავდა პ. ფერმა (1636).