ფიგურა (მეტყველების)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფიგურა – (ლათ. გარეგნობა, სახე), მხატვრული მეტყველების სინტაქსური თავისებურების ერთ-ერთი გამოხატულება, ღრმად ემოციური, მახვილი გამოთქმა, რომელსაც მწერალი მიმართავს ფრაზის გამომსახველობისა და მხატვრული მნიშენელობის, ხასიათის გასაძლიერებლად. მისი სახეებია: ინვერსია, გაჩუმება, პარალელიზმი და სხვ.