ფილიპი ჟერარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟერარ ფილიპი დონ როდრიგოს კოსტიუმში

ჟერარ ფილიპი − (ფრანგ. Gérard Philipe, 1922-1959), ფრანგი მსახიობი. მისი სამსახიობო მოღვაწეობა დაკავშირებულია ნაციონალურ სახალხო თეატრთან და ჟან ვილართან, რომელიც იყო ამ თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. აქ შედგა ჟ. ფილიპის დებიუტი როდრიგოს როლში (კორნელის „სიდი“), რამაც განსაზღვრა მისი სამსახიობო კრედო და მთლიანად სახე ფრანგულ თეატრალურ ხელოვნებაში. მისი ბრწყინვალე ხელოვნების მიმზიდველობა გაპირობებული იყო ამაღლებული, გმირული პათოსის შეხამებით რომანტიკულ მელანქოლიასთან და იუმორის ცოცხალ გრძნობასთან. იგი აღამაღლებდა თავის გმირებს, ასახავდა მათ მამაცობას, შეუპოვრობას, ახალგაზრდულ შემართებას, მაგრამ ამას აკეთებდა მედიდურობის გარეშე, მათი დახასიათების დროს ცხოვრებისეული ირონიის შერევით, მათ მიმართ არა მხოლოდ პატივის, პირველ რიგში, სიყვარულის აღძვრით. მისი რეპერტუარი ძირითადად აგებული იყო კლასიკურ დრამატურგიაზე, მაგრამ იგი ყოველთვის ახერხებდა ეპოვნა თანამედროვეობასთან შეხების წერტილები. იგი აღიარებულ იქნა თავისი დროის საფრანგეთის საუკეთესო რომანტიკულ მსახიობად.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები