ფიშერ-დისკაუ დიტრიხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიტრიხ ფიშერ-დისკაუ –(28 მაისი 1925, ბერლინი –18 მაისი 2012, ბერგი ), გერმანელი მომღერალი (ბარიტონი). 1948-იდან გერმანიის სახელმწიფო ოპერის სოლისტი (ბერლინი). პარტიები: დონ ჯოვანი, ალმავივა (მოცარტის „დონ ჯოვანი“ , „ფიგაროს ქორწინება“), ვოლფრამი („ტანჰოიზერი“), მხატვარი მატისი (ჰინდემითის „მხატვარი მატისი“), ვოცეკი (ბერგის „ვოცეკი“), ევგენი ონეგინი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“). პირველი შემსრულებელია მთავარი პარტიებისა ბ. ბრიტენისა და ჰ. ჰენცეს ოპერებში, ამავე დროს კამერული მუსიკის გამოჩენილი შემსრულებელია (ფ. შუბერტის, რ. შუმანის, ჰ. ვოლფის სიმღერები). ზოგჯერ გამოდიოდა როგორც დირიჟორი, ავტორია წიგნებისა მუსიკის შემსრულებლობის შესახებ.