ფიცმორისი ჯერალდ
ჯერალდ გრეი ფიცმორისი – (Sir Gerald Gray Fitzmaurice 24 ოქტომბერი 1901 – 7 სექტემბერი 1982), ბრიტანელი დიპლომატი, იურისტი.
1929-30 და 1945-60 – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული კონსულტანტი;
1939-43 – ომის ეკონომიკური მეთოდებით, წარმოების სამინისტროს მრჩეველი.
დიდი ბრიტანეთის დელეგაციის იურიდიული მრჩეველი სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 1945, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 1946, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებზე 1946, 1948-59. სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე1951, ბერლინის თათბირზე 1954, საზღვაო სამართლის საკითხებზე ჟენევის კონფერენციებში 1958, 1960;
1954-80 – მუდმივი პალატის სამედიატორო სასამართლოს წევრი;
1955-60 – საერთაშორისო სამართლის კომისიის წევრი, 1959-დან-მისი თავმჯდომარე;
1960-73 – საერთაშორისო სასამართლოს წევრი;
1974-80– ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ევროპის სასამართლოს წევრი;
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის წევრი, 1967-69 – მისი პრეზიდენტი.
საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მრავალი ნაშრომის ავტორი.