ფლოტის ძალების საჰაერო თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლოტის ძალების საჰაერო თავდაცვა - ორგანიზაციული ღონისძიებების და საბრძოლო მოქმედებების კომპლექსი, რომლის მიზანია მოიგერიოს საჰაერო მოწინააღმდეგის თავდასხმა, დაფაროს ძალები ზღვაში და ბაზირების პუნქტებში. ასევე დაიცვას ფლოტის სანაპირო ობიექტები ჰაერიდან მოსალოდნელი დარტყმებისაგან.

ფლოტის ძალების საჰაერო თავდაცვა ხორციელდება სამხედრო-საზღვაო ძალების გაერთიანებების, შენაერთების დაჯგუფებების მიერ წარმოებული ოპერაციებით და საბრძოლო მოქმედებებით, ზღვაზე გადასვლის დროს (ცალკეული ხომალდების, შენაერთების, ტაქტიკური ჯგუფების). ასევე – ფლოტის ძალების ყოველდღიურ საბრძოლო საქმიანობაში საზენიტო საცეცხლე საშუალებებით, დაზვერვის, რადიოელექტრონული ბრძოლისა და ხომალდების, სანაპირო ნაწილების, ქვედანაყოფების შენიღბვის საშუალებებით და ფლოტის სახომალდო ბაზირების გამანადგურებელი ავიაციით. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების ზღვისპირა გაერთიანებების საჰაერო თავდაცვის ძალებთან და საშუალებებთან ურთიერთქმედებით.

ფლოტის ძალების საჰაერო თავდაცვის ინტერესებისათვის წარმოებს დაზვერვა და თვალთვალი საჰაერო მოწინააღმდეგეზე. იქმნება გამანადგურებელი ავიაციის დაფარვის და საზენიტო ცეცხლის, რადიოელექტრონული ბრძოლის მართვის და კავშირგაბმულობის სისტემა. ხდება ურთიერთქმედების ორგანიზება ფლოტის საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და სხვადასხვა გვარეობის ძალებს შორის. ასევე – შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების ზღვისპირა გაერთიანებების საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და ძალებს შორის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები