მხურვალმედეგი ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფოლადი მხურვალმედეგი-დან)
მხურვალმედეგი ფოლადი – ფოლადი, ზედაპირული მედეგობით კოროზიული რღვევის მიმართ აირულ გარემოში ტემპერატურით მეტი 500°C-ზე, რომელიც მუშაობს დაუტვირთავ ან ნაკლებადდატვირთულ მდგომარეობაში. მიიღწევა ფოლადის ლეგირებით ქრომისა და სილიციუმის დანამატებით. ზოგჯერ მალეგირებელ ელემენტებად გამოიყენება, აგრეთვე, ნიკელი, ტიტანი და მოლიბდენი.
მხურვალმედეგი ფოლადი იყოფა ოთხ ჯგუფად: ქრომიანი ფოლადი ფერიტული კლასის, ქრომსილიციუმიანი ფოლადი მარტენსიტის კლასის, ქრომნიკელიანი ფოლადი აუსტენიტფერიტული კლასისა და ქრომნიკელიანი აუსტერიტული ფოლადი.