საავტომატე ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფოლადი საავტომატე-დან)
საავტომატე ფოლადი – ფოლადის სახეობა, რომელიც იოლად მუშავდება საჭრისით, რაც მიიღება ფოლადში გოგირდის, სელენის, ტელურის, კალციუმის დამატებით. ძირითადად გამოიყენება ნაკლებდატვირთული დეტალებისათვის (ქანჩი, ჭანჭიკი, ხრახნი და მისთანი). ცვეთამედეგობის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ცემენტაციასა და წრთობას.