ფოლკლორული ტექსტის რეკონსტრუქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოლკლორული ტექსტის რეკონსტრუქცია – ადრინდელი, სიუჟეტის განვითარების რომელიმე საფეხურის, ტექსტის აღდგენა, არსებული ფრაგმენტების, ვარიანტებისა თუ ცხობების მიხედვით. რეკონსტრუქცია რთული პროცესია, დიდ დახელოვნებასა და შემოქმედებით ალღოს მოითხოვს. რეკონსტრუირებული ფაქტი პრობლემატური ხასიათისაა, რაღგან მისი ამგვარი არსებობა დოკუმენტურად დადასტურებული არაა და ის, რაც მოწოდებულია, ჰიპოთეტურ დაშვებას წარმოადგენს. მიუხედავად გარკვეული პირობითობისა, ფოლკლორულ ნაწარმოებთა რეკონსტრუქციას მაინც ხშირად მიმართავდნენ და მიმართავენ. ამას რამდენიმე გარემოება კარნახობს: 1. მოღწეულია უძველესი ეპოქის ფრაგმენტები და საჭიროა ნაწილების მიხედვით. მთელის წარმოდგენა: 2. ხელთა გვაქვს დიდი მნიშვნელობის მხატვრული ძეგლის ვარიანტები და ვერსიები, დარღვეულია სიუჟეტის მთლიანობა და საჭიროა ხელოვნური ჩარევა: 3. მიგნებულია ნაწარმოების განვითარების ეტაპები, მაგრამ არ ვიცით რა მხატვრული სახე პქონდა მას ამა თუ იმ საფეხურზე. ამ დროს ინტუიციას მიმართავენ და გარკვეული ზომიერებით აღადგენენ თითოეული საფეხურის სახეს; ვთქვათ, ამირანის თქმულებისათვის – ანტიკური პერიოდის სიუჟეტური ბირთვი, ადრე ფეოდალური ხანის, ქრისტიანიზაციის პირველი პერიოდის და ა. მ. 4. შემონახულია ისტორიული ცნობები, ზეპირი ტრადიცია, მაგრამ თვითონ ნაწარმოების ტექსტი არა ჩანს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონსტრუქტორი შეუდგეს მუშაობას; 5. ჩაწერილია ლექსის ნაწყვეტები, ცალკე სტროფები, ამავე დროს ხელთა გვაქვს ვრცელი ვარიანტი გარკვეული ლაკუნებით. მაშინ სრული ვარიანტის შევსებას იწყებენ ფრაგმენტებისა და გადარჩენილი სტროფების ხარჯზე. ტექსტის რესტავრაცია მეცნიერული და მხატვრულ-შემოქმედებითი მუშაობის- იდეალურ შეხამებას მოითხოვს. საილუსტრაციოდ შეიძლება დავასახელოთ ლენროტის მაგალითი, რომელმაც კალევალა დაამუშავა ამ წესით.

ივ. ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ ამირანის თქმულების პირგელი სახით აღდგენა შესაძლებელია. ამ მიზნით მან გარკვეული მითითება დატოვა: „ვისაც ჰსურს ამერანის თქმულების თავდაპირველის სახე და დედა-აზრი აღადგინოს, მან უნდა შეისწავლოს შედარებით ყველა ქართული თქმულებები ღა ამ გზით თქმულების პირვანდელი სურათი აღადგინოს“. მართლაც, წარსულში ამირანიანის აღდგენის რამდენიმე შემთხვევა იყო (პ. მირიანაშვილი, შ. ნუცუბიძე, მ. ჩიქოვანი), მაგრამ ამოცანა დღემდე გადაუწყვეტელი რჩება. ცნობილი არსენას ლექსის ტექსტი 1872 წელს დაბეჭდილი რედაქციიდან მომდინარეობს. თვითონ ეს რედაქცია პ. უმიკაშვილს ეკუთვნის და გარკვეული აღდგენითი მუშაობის შედეგია. პ. უმიკაშვილს ხელთ ჰქონდა ორ ათეულზე მეტი ჩანაწერი, მაგრამ არც ერთის ტექსტი არ იყო სრული. ამიტომ უცდია პოემის აღდგენა: სტრიქონები თანმიმდევრულად დაულაგებია და რაც ერთ ვარიანტს აკლდა, ის სხვა ჩანაწერიდან შეუესია. ამგვარი შერწყმაშერთვის საშვალებით მიღებულია ის რეკონსტრუირებელი ტექსტი, რომელიც დღებედნიერი აღმოჩნდა და აღიარება მოიპოვა მომდეენო გამოცემებში, პ. უმიკაშვილმა 1875 წელს ეთერიანის აღდგენაც სცადა 13 ჩანაწერის საფუძველზე.

რეკონსტრუქცია თავღაპირეელად ტექსტთან მიახლოვების საშუალებაა. არავის შეუძლია დაამტკიცოს, რომ რეკონსტრუირებული ტექსტი არის ის, რასაც ხალხი დასაწყისშივე მღეროდა და ავრცელებდა. მიუხედავად პრობლემატურობისა, რეკონსტრუქცია მაინც საჭირო ღონისძიებაა და მეცნიერები მას ხშირად მიმართავენ სხვადასხვა შემთხვევაში.

მ. ჩიქოვანი


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები