ფონიჭალა
ფონიჭალა (სოღანლუღი) – ისტორიული სოფელი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს; ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი უბანთაგანი ამჟამინდელი ფონიჭალა. ისანი-სამგორის რაიონი. საცხოვრებელი რაიონი თბილისის სამხრეთ ნაწილში. მტკვრის მარჯვენა მხარეს, მარნეულისკენ მიმავალ რკინიგზასა და მტკვარს შორის. ფონიჭალას 1973 წლამდე სოღანლუღი ერქვა. დაგეგმარდა 1970 წელს. გამოიყოფა ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლება და ფონიჭალა-3.
გვიანფეოდალური ხანის ქართულ წყაროებში სოღანლუღი ძირითადად მოიხსენიება როგორც „გზის კარი" (ნიშნავდა: „განჯისაკენ მიმავალი გზის ჭიშკარი“); აქა-იქ სოღანლუღის ადგილას დასტურდება „ყურყუთა“. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამ თურქულენოვანი ტოპონიმის წარმომავლობის ისტორიისა და მნიშვნელობის გარკვევის ცდა დიდი ხნის წინათ დაწყებულა. ამთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ სოღანლუღი თურქული წარმომავლობის აზერბაიჯანული სიტყვაა და ხახვნარას, სახახვეთს ნიშნავს: აზერბ. სოხან („ხახვი“) და -ლუღ, რომელიც ქართული -იან, -ნარ, -ოვან სუფიქსების ფარდი მნიშვნელობის სიტყვაა. ტოპონიმის არაქართული ჟღერადობა გამხდარა იმის მიზეზი რომ ქართულ ზეპირმეტყველებაში და ოფიციალურ სამწერლო ენაში იგი იმთავითვე სხვადასხვა ფორმით დამკვიდრებულა: „სოღალუღი“', „სოღალუხი“, „სოღანლუხი“, „სონღალუხი“, „სონღალუღი“, „სოღალუღლი“... საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ ეს ტოპონიმი ერსა და იმავე დოკუმენტში ნაირგვარი დაწერილობით გვხვდებოდა.“ ამ დაწერილობათაგან ყველაზე უფრო მყარ ერთეულებად ქართულ ენას სოღანლუღ-ი და მისგანვე ნ თანხმოვნის გადასმით მიღებული სონღალუღი შემორჩა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი სოღანლუღს და სონღალუღს სხვადასხვა შინაარსისა და წარმომავლობის ტოპონიმებად მიიჩნევს. ქ.თბილისისა და მისი ძველი უბნების ისტორიის ცნობილი მკვლევარი თეიმურაზ ბერიძე, მაგალითად, თვლის, რომ სოღანლუღი თურქულია და ქართულად სახახვეს თუ სახახვეთს ნიშნავს, სონღალუღი კი ფრინველის სახელწოდება სონღულს უკავშირდებაო,“ ამავე მკვლევარს შესაძლებლადაც კი მიაჩნია ერთიმეორეს დაუკავშიროს სონღალუღი და ყურყუთა, რაკი სონღულიც და, კირკითაც შავარდნისნაირთა ოჯახის წარმომადგენელი ფრინველია (ორივე ღია ადგილებში ბინადრობსო)“, როგორც ჩანს, – წერს იგი, – ტერმინ ყურყუთას სონღალუღად გარდაქმნას სიტყვის სემანტიკა (მნიშვნელობა) არ შეუცვლიაო“, არადა, როგორც ზემოთ ვთქვით, სონღალუღი სოღანლუღის მეტათეზისური ფორმაა (ნ გადმომჯდარა ფუძისეული ღ-ანის წინ). მისი უცხოური წარმომავლობა და ხახვ-სიტყვასთან უშუალო კავშირი კი ჯერ კიდევ ჟან პოლ შარდენს და პლ. იოსელიანს ჰქონდათ შენიშნული.
თავის „მოგზაურობაში“ შარდენი წერს: „ღამე გავათენე დიდ სოფელში, რომელსაც ეწოდება სოღანლუღი ე.ი. „ხახვების ადგილი“ და რომელიც მდინარე მტკვარზეა გაშენებული”. პლატონ იოსელიანის მიხედვითაც ამ დასახლებული პუნქტის სახელწოდება არის სოღანლუღი (და არა სონღალუღი); წარმოშობით ის თათრულია, ნიშნავს სახახვეთს, მაგრამ რატომ და როდის შეერქვა მას თათრული სახელი, არ ვიციო.“ სოღანლუღი „ხახვის ველად“ აქვთ განმარტებული გრ. ზარდალიშვილს და შ. გოგატიშვილს მართლაც სრულიად აშკარაა, რომ სოღანლუღი (||სოხანლუღი) აქ XVIII ს-ში შემოსულ და დასახლებული აზერბაიჯანელი ხალხის მიერ მოტანილი ტოპონიმია (ისევე როგორც ნავთლუღი, ყარაია, ახტალა, სამადლო, ორთატალა||ორთაჭალა, ყაჯილუხი და სხვ.) იგი ნიშნავს „ხახვ-ნარა“, „სახახვე ადგილები“, ყარაია, ახტალა, სამადლო, ორთატალა||ორთაჭალა, ყაჯი- „ხახვ-იან-ი“; ამიტომ მისი სხვაგვარი ახსნა (ვთქვათ, ფრინველის სახელწოდება სონღულთან დაკავშირების გზით) აშკარად გაუმართლებელია.