ფორტრანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფორტრანი – დაპროგრამების ენა ორიენტირებული საინჟინრო და სამეცნიერო ამოცანებისათვის. ენის სახელწოდება წარმოადგენს შემოკლებულს ინგლისური სიტყვებისა FORmula TRANslation – „თარგმნა, ფორმულის გარდაქმნა“. ფორტრანი შეიქმნა IBM -ის ფირმის თანამშრომელთა ჯგუფისაგან ბეკუსის ხელმძღვანელობით და ფართოდ გავრცელდა ამ ფირმის მანქანებთან ერთად. ფორტრანის შესახებ პირველი პუბლიკაციები მიეკუთვნება 1954 წელს; პირველი ვერსია დაამუშავეს 1957 წელს.