ფრაზეოლოგიური ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრაზეოლოგიური ლექსიკონილექსიკონი, რომელშიც ანბანურ რიგზეა დალაგებული და განმარტებული ამა თუ იმ ენის ფრაზეოლოგიზმები ზმები (იდიომები). ფრაზეოლოგიური ლექსიკონი, მსგავსად სიტყვათა ლექსიკონებისა, შეიძლება იყოს განმარტებითი ან თარგმნითი. განმარტებითია ლექსიკონი, რომელშიც მოცემული ენის ფრაზეოლოგიზმები განმარტებულია იმავე ენის სიტყვებით. ასეთია, მაგ. თ. სახოკიას „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“ (1950-55; 1979), ა. ონიანის „ქართული იდიომები“ (1966) და სხვა. თარგმნითია ლექსიკონი, რომელშიც ერთი ენის ფრაზეოლოგიზმები თარგმნილია მეორე ენაზე (ისევ ფრაზეოლოგიზმებით ან ჩვეულებრივი სიტყვებით). ასეთია, მაგ., ნ. გამრეკელისა და ე. მგალობლიშვილის „რუსულ-ქართული იდიომატიკა“ (1956), ლ. ბინოვიჩისა და ნ. გრიშინის „გერმანულ-რუსული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი“ (მოსკოვი, 1975) და სხვ.

ა. ონიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები