ფრეისინე შარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლ ფრეისინე

ლუი შარლ დე სოლსი ფრეისინე – (ფრანგ. Louis Charles de Saulces de Freycinet; 14 ნოემბერი 1828, — 14 მაისი 1923), ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. ბურჟუაზიულ-რესპუბლიკური მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე.

საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ლ. გამბეტასთან ერთაღ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზაციაში. 1879 წლის დეკემბრიდან 1880 წლის სექტემბრის ჩათვლით და 1882 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ეკავა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები; 1885 იყო საგარეო საქმეთა მინისტრი; 1886 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით – პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. 1882 უარი თქვა ეგვიპტეში საფრანგეთ-ინგლისის ერთობლივ ინტერვენციაზე, რადგან ევროპაში საფრანგეთის პოზიციების შესუსტებას უფრთხოდა, რითაც ფაქტობრივად საშუალება მისცა ინგლისს, ეგვიპტეში თავისი ბატონობა დაემყარებინა, ამით ბოლო მოეღო ინგლის-საფრანგეთის „ორთა კონტროლს“ ამ ქვეყანაზე.

აზიაში თავისი წინამორბედების დამპყრობლურ პოლიტიკას აგრძელებდა, 9.VI.1885, ტიანძინის ხელშეკრულებით, საფრანგეთს ვიეტნამი დაუმკვიდრა. იმავე წელს საფრანგეთის პროტექტორატი დაამყარა მადაგასკარზე.

XIX ს-ის 80-იასი წლების მეორე ნახევარში საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობათა გამწვავებამ აიძულა, უფრო ენერგიული ზომები მიეღო რუსეთთან შესათანხმებლად. 1891 წლის გაზაფხულის დასაწყისში მან და საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბომ რუსეთის მთავრობას გაუგზავნეს ნოტა წინადადების, დაედოთ შეთანხმება ორივე სახელმწიფოსათვის სასურველ საკითხებზე. 27.VIII გაფორმდა საფრანგეთ-რუსეთის პირველი შეთანხმება, რამაც სათავე დაუდო რუსეთ-საფრანგეთის კავშირს. 1892 შარლ ფრეისინე, როგორც სამხედრო მინისტრი, მონაწილეობას იღებდა 17.VIII.1892 რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო კონვენციის საბოლოო ტექსტის შემუშავებაში.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები