ფსამტიხ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფსამტიხ III

ფსამტიხ III – (ჩვ.წ.-მდე 525-526), გვიპტის XXVI საისურ დინასტიის ფარაონი. ამასისის ვაჟიშვილი. იმეფა რამდენიმე თვეს. კამბიზ II, რომელიც კიროს II-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე სუსაში, 525 წ. დაიძრა ეგვიპტეზე და გაანადგურა ფსამტიხ II-ის ჯარები პელუზიუმთან. ფსამტიხმა მოახერხა მემფისში გაქცევა, მაგრამ სპარსელებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს, და მემფისი დაეცა. ფსამტიხი კვლავ გაიქცა თავისი ჯარის ნარჩენებთან ერთად, მაგრამ სპარსელებმა დატყვევეს და წაიყვანეს სუსაში, სადაც სიკვდილით დასაჯეს. ეგვიპტე აქემენიდების იმპერიის პროვინცია გახდა. ამიერიდან, ძალიან ხანმოკლე პერიოდების გამოკლებით, ის აღარ გამხდარა დამოუკიდებელი სახელმწიფო.




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები