ფშავური სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
FSavuri saxli.jpg

ფშავური სახლი – უმეტესად ერთსართულიანი მიწურბანიანი ქვის სახლი. სახლის შუა ადგილზე იდგა ორი დედაბოძი, რომლებიც ერთმანეთისგან დაცილებული იყო სამი-ოთხი მეტრით. მათ შორის 2 მ სიგრძეზე და 1,5 მ სიგანეზე, იატაკი შუა ადგილას ბრტყელი ქვით იყო მოპირკეთებული. ამ ადგილს კერას ეძახდნენ. კერაზე საკიდელი იყო ჩამოკიდებული, რომელიც მიმაგრებული იყო ჭერში გადებულ ორ სალეთხე ჯოხზე. კერა მოთავსებულია სახლის საკომთან ან გვირგვინის ქვეშ, რომ კერის ბოლი სახლიდან გავიდეს. კერას ორი მხარე გააჩნდა – მარჯვენა და მარცხენა. მარჯვენა მხარე იყო საკაცო, მარცხენა – სადედაკაცო. საკაცო კერის მხარეს იდგა ფიცრის დიდი ტახტი, რასაც სკამს ეძახდნენ, მასზე მხოლოდ კაცები სხდებოდნენ. საკაცო კერის მხარეს ქალებს გადასვლა ეკრძალებოდათ. ქალები სხდებოდნენ სადედაკაცო კერასთან, მიწაზე. მოხუცი ქალები უპირატესობით სარგებლობდნენ და სხდებოდნენ სანაცურაზე (გაუკრეჭავი ტყავისაგან გაკეთებული ბალიში). ტახტის ბოძზე ეკიდა ფანდური, ხოლო ტახტის თავზე კედელს ამშვენებდა მამაკაცის საბრძოლო იარაღი. დედაბოძი ხშირად მოჩუქურთმებული და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურით იყო დამშვენებული. სახლის გასანათებლად არყის ხისა და თუნუქის ჭრაქს ხმარობდნენ. სახლზე მიშენებული იყო დერეფანი, კიბე, საბძელი, ბოსელი და სხვა. თანამედროვე სახლებში კერა მოშლილია და ბუხარი ან თუნუქის ღუმელია გამართული.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები