ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება – შეიქმნა 1923 წლის 18 თებერვალს გ. ახვლედიანის თაოსნობით. საზოგადოების საბჭოს წევრებად აირჩიეს გ. ახვლედიანი (თავ.-რე), ა. შანიძე (თავ-რის ამხანაგი), არნ. ჩიქობავა (მდივანი), დ. მგელაძე (მოლარე), ე. თოფურია; სარევიზიო კომისიის წევრებად – ლ. მელიქსეთ-ბეგი, ს. გორგაძე, ვ. ბერიძე.

საზოგადოება მიზნად ისახავდა ქართული და ქართველური ენების, აგრეთვე მთის კავკასიური ენების შესწავლას, რაც მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული როგორც თავისთავად, თვით ამ ენათა ბუნებისა და მათი ურთიერთობის გარკვევისათვის, ისე ზოგადენათმეცნიერული თვალსაზრისით.

საზოგადოება იწვევდა საჯარო სხდომებს, რომლებზედაც კითხულობდნენ მეცნიერულ მოხსენებებს; აწყობდა საზაფხულო ექსპედიცია-მივლინებებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცოცხალ ენა-კილოებზე სამუშაოდ, ზრუნავდა საენათმეცნიერო წიგნთსაცავის შექმნაზე. საზოგადოებამ დააარსა ჟურნალი „წელიწდეული“, გამოქვეყნდა I-II ტ. (1923-24), რომლებშიც, სამეცნიერო წერილების გარდა, დაბეჭდილია საზოგადოების სხდომათა ოქმებიც.

ენათმეცნიერთა გარდა, საზოგადოების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობას იღებდნენ მომიჯნავე მეცნიერებათა წარმომადგენლები: ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, დ. უზნაძე, კ. კეკელიძე, გ. ჩიტაია, გ. ჩუბინაშვილი, ს. ყაუხჩიშვილი და სხვ. საზოგადოებამ იარსება 1928-მდე.

თ. შარაშენიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები