ქართული სიტყვის კულტურის საკითხები (კრებული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული სიტყვის კულტურის საკითხები − საენათმეცნიერო კრებული, ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ბეჭდვითი ორგანო. გამოიცემა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ. კრებული გამოდის 1972-იდან. 2004-ის ჩათვლით გამოცემულია თორმეტი წიგნი (რედ. I–V ი. გიგინეიშვილი, VI–XIL შ. აფრიდონიძე). კრებული ეძღვნება ქართული სალიტერატურო ენის აქტუალურ (მორფოლოგია-სინტაქსის, ორთოგრაფია-ორთოეპიის, ლექსიკოლოგია-სემასიოლოგიის, ტერმინოლოგიის, ონომასტიკისა და სხვ.) საკითხებს. გამოცემა გრძელდება.

მ. კერესელიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები