ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი
ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი – ასეთი ორკესტრის დაარსების პირველი ცდა ეკუთვნით კ. ფოცხვერაშვილსა და ვ. თამარაშვილს (1920-იანიწწ.). 1937 საკრავთა რეკონსტრუქციის (საორკესტრო ტიპების დამუშავებისას ხალხური პროტოტიპის შენარჩუნება) შედეგად თბილისის არქიტიტექტურის ტექნიკუმთან შეიქმნა ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი (ხელმძღვანელი კ. ვაშაკიძე), ორკესტრში იყო შემდეგი საკრავები: ფანდური, ჩონგური, ჩანგი, ჭუნირი, დუდუკი, გუდასტვირი, დაირა, დოლი, დიპლიპიტო. დამოუკიდებელი მხატვრული კოლექტივის სახე ორკესტრმა მიიღო 1973-76 (ამ პერიოდში ერქვა „ქართული ხალხური საკრავების სახელმწიფო ორკესტრი“). ასეთი ორკესტრები არსებობდა რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტთან, თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლესთან და სხვ. კულტურის სამინისტროსთან ერთხანს არსებობდა ქართულ ხალხურ საკრავთა ექსპერიმენტული სახელოსნო.