ქარიყლაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი ქარიყლაპია

ქარიყლაპია – Esox Linnaeus

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: ქარიყლაპიასებრნი
გვარი: ქარიყლაპია

თევზი ქარიყლაპიასებრთა ოჯახიდან. ლაყუჩთა აპკების სხივების რაოდენო13-5-ია. ლოყები მთლიანად ქერცლითაა დაფარული, ხოლო, საკუთრივ ლაყუჩის სახურავი ძვალი კი მხოლოდ ზემო მიდამოშია. გვერდითი ხაზის ორგანო საერთოდ მთლიანია, მაგრამ ახალგაზრდა ფორმებს შეიძლება ის წყვეტილიც ჰქონდეს.

ქარიყლაპიას ძირითადი შეფერილობა რუხი-მომწვანო, რუხი-მოყვითალო ან რუხი-მურაა. ზურგი უფრო მუქია, ხოლო გვერდები ბაცი ფერისაა. გვერდებზე მურა, ზეთისხილის ან მოშავო დიდი ზომის ლაქებია, რომლებიც ზოგჯერ მეტ-ნაკლებად განივი ზოლების სახით არიან განლაგებული, ზოგჯერ ეს ლაქები ისე ხშირად ფარავს გვერდებს, რომ ძირითადი ბაცი ფერი ამის გამო მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ გამოჩნდება ბაცი ლაქების ან ხაზების სახით. ზურგის, ანალური და კუდის ფარფლები მოყვითალო- რუხია, მურა-წითელი ნარევით და მურა ან მოშავო ფერის დიდი ზომის ლაქებით, რომლებიც მეტ-ნაკლებად სწორ ხაზებად არიან განლაგებული.

სიგრძით 1-1 ,1/2 მეტრამდე აღწევს, ხოლო წონით – 16-24 კილოგრამამდე (დნეპრის ქვედა წელში 65 კგ-მდე გვხვდება).

გავრცელება

ქარიყლაპიას გავრცელების არეალი საერთოდ ძლიერ ფართოა: ევროპა, ჩრდილო და დასავლეთი აზია, ჩრდილო ამერიკა. საქართველოს ფარგლებში გვხვდება პალიასტომისა და ბებესირის ტბებში, გალის დაბლობზე მდინარე ოქუმში, რიონში აღმოჩენილია გ. ბარაჩის მიერ. ქარიყლაპია ბინადრობს მდინარე ბესლეთში (სოხუმი). ამიერკავკასიაში იშვიათად გვხვდება. მტკვარში ევლახამდე ამოდის. ქარიყლაპია მტკნარი და ნაწილობრივ მომლაშო წყლის მკვიდრი თევზია, რომელიც გავრცელებულია როგორც მდინარეებში, ისე ტბებში. საცხოვრებლად უმთავრესად მდინარის სანაპირო ზოლს ირჩევს. ტოფობს შემოდგომის მიწურულში და ჯგუფ-ჯგუფად იკრიბება.

საქართველოში ქარიყლაპიას ადგილობრივ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყენებენ. ჭერის სიმცირის გამო მისი სარეწი მნიშვნელობაც ნაკლებია.

ბებესირის ტბის ქარიყლაპია 50 სანტიმეტრზე მეტს არ იზრდება, ხოლო წონით კი 5-7 კგ-ს აღწევს· გვერდით ხაზზე 121-134 ქერცლია. ქერცლთა განივი მწკრივების რაოდენობა გვერდითი ხაზის ზევით საშუალოდ 17 უდრის, ხოლო ქვევით –14. შეფერილობის მიხედვით ამ ტბაში და ახლოს მდებარე პატარა ტბებში გავრცელებულია სხვადასხვანაირი ქარიყლაპია, რომელთაგან ერთს სხეულზე განივი ზოლები გასდევს და მათ შორის ბაცი ხალებია, ხოლო მეორეს განივი ზოლები მოშავო ლაქების სახით აქვს, რომელთა შორის ბაცი წინწკლებია გაბნეული. ქარიყლაპიას შეფერილობა მეტად ცვალებადია ასაკის მიხედვითაც.

ტოფობის პერიოდი აქ თებერვლიდან 10 მარტამდე გრძელდება. ქვირითს ყრის ძველ წყალმცენარეებზე 60 სმ-ის სიღრმეზე, უფრო ტბის ტოტებში, სადაც დინება მეტად უმნიშვნელოა და წყალი კი უფრო თბილი. ქარიყლაპია კანიბალი თევზია და თავის მოძმეებსაც ყლაპავს. ის თავის მსხვერპლს უდარაჯებს. ხშირად ქარიყლაპია ეგება ანკესზე სხვა თევზთან ერთად. ასე, მაგალითად; ანკესხე ფრთაწითელა მოხვედრილა და ამ დროს ის გადაუყლაპავს ქარიყლაპიას, ხოლო ანკეს ორივე თევზი – ფრთზაწითელა და ქარიყლაპია ამოჰყოლია.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები