ქევხიშვილი თემურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემურ ქევხიშვილი

თემურ ქევხიშვილი − (19 აპრილი 1940, სოფ. ახალსოფელი, ყვარელის რ-ნი), ქართველი მომღერალი და ლოტბარი. საქართველოს სახალხო არტისტი (1990) საქართველოს სახელმწიფო პრემიის (2012), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IX საერთაშორისო ფესტივალის (სოფია, 1968) ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი (1996).

1967 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (ხელმძღვანელი ვ. ფალიაშვილი). სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. 1982-84 იყო მის მიერვე ჩამოყალიბებული ანსამბლის „ოროველას“ ხელმძღვანელი, არის საყოველთაოდ ცნობილი ანსამბლების „გორდელასა“ და „ჟურნალისტის“ (საქართველოს ტელევიზიის ვაჟთა გუნდი, შემდგომში „ცნობილი ქართული ხმების“ სახელით) ერთ-ერთი დამაარსებელი, ქევხიშვილი 1988-94 საქართველოს ტელევიზიით ატარებდა ქართული ხალხური სიმღერის ღია გაკვეთილებს. 1986 სათავეში ჩაუდგა მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის ხალხური სიმღერის ანსამბლს „დარიალს“ (1995 ანსამბლმა პოლონეთში გამართულ საეკლესიო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ლაურეატის წოდება და გრან-პრი დაიმსახურა). 2013 ფონდმა „ქართული გალობა“, თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები