ქვის მასალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვის მასალებიბუნებრივი ქვის მასალები მიწის ქერქში წარმოდგენილი მთის ქანების მასიური ბუდობების ან გროვების სახით.

ხელოვნური ქვისგან განსხვავებით ბუნებრივი ქვა ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას (გაპობა, გახერხვა, გახეხვა, მსხვრევა დარტყმით და დაწნევით). მის ფიზიკურ თვისებებს მიეკუთვნება: სიმკვრივე, ფორიანობა, სინოტივე, წყალგამტარობა, ყინვამედეგობა, სითბო- და ბგერაგამტარობა. მექანიკური თვისებებიდან უპირატესია სიმტკიცე კუმშვასა და დარტყმაზე. მყინვარებისა და წყლის დამანგრეველი ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ გლუვზედაპირიან ნაჭრებს კაჭრიან ქვას უწოდებენ. კაჭრიანი ქვები ზომით 25 მმ-მდე გამოიყენება საგზაო მშენებლობაში დამუშავების გარეშე, ხოლო დიდი ზომის ქვების გაყოფით იღებენ რიყის ქვებს საგზაო საფრების მოსაწყობად. ხრეში, ღორღი და ქვიშა ბუნებრივი ქვის მასალებია, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური ქვის მასალების მისაღებად, როგორიცაა სხვადასხვა სახის ბეტონი. მათ ინერტულ შემავსებლებსაც უწოდებენ, რომელთა ტექნიკური თვისებები განპირობებულია იმ მთის ქანების თვისებებით, რომლისგანაც ისინი მზადდება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები