ქიცვიანი ზვიგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატრანი

ქიცვიანი ზვიგენი – Squalus acanthias L

კლასი − ხრტილოვანი თევზები
ქვეკლასი – ფირფიტლაყუჩიანები
ზერიგი – ზვიგენები
რიგი – კატრანისნაირნი
ოჯახი – კატრანისებრნი
გვარი – კატრანები

სიგრძე – 2 მეტრამდე, ჩვეულებრივ – 105-140 სმ, მამრები – 105-120 სმ, მდედრები – 125-140 სმ, წონა – 15 კგ-მდე. შავ ზღვაში გვხვდება 3-დან 20 წლამდე ასაკის ინდივიდები. ზღვის წყლების ბინადარია. გვხვდება, ჩვეულებრივ, 200 მ. სიღრმემდე. ცოცხალმშობია. შობადობა თებერვლიდან მაისამდე გრძელდება, 55-90 მ სიღრმეზე; შობს 12-15 ლიფსიტას, იშვიათად – 25-30-ს.

იკვებება უმთავრესად თევზებით.

შავი ზღვის სანაპიროზე ყველგანაა გავრცელებული. გვხვდება ატლანტიკის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, გრენლანდიიდან არგენტინამდე; აღმოსავლეთ ატლანტიკაში ისლანდიასა და მურმანსკიდან (რუსუთი) სამხრეთ აფრიკამდე; ხმელთაშუა ზღვაში. იშვიათად შედის აზოვის ზღვაში.

სარეწაო მნიშვნელობის თევზია. IUCN − მოწყვლადი. A2bd+3bd+4bd.


წყარო

საქართველოს თევზები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები