ქმედება (ფიზიკური სიდიდე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქმედებაფიზიკური სიდიდე, რომელსაც აქვს ენერგიის დროზე ნამრავლის განზომილება და სისტემის მოძრაობის ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია. მექანიკური სისტემისათვის ქმედებას აქვს შემდეგი მნიშვნელოვანი თვისება: თუ განვიხილავთ ამ სისტემის ორი მდებარეობას შორის შესაძლო მოძრაობათა ერთობლიობას, მაშინ სისტემის ჭეშმარიტი (ფაქტობრივად მიმდინარე) მოძრაობა ამ მოძრაობებისაგან იმით განსხვავდება, რომ მისთვის ქმედების მნიშვნელობა უმცირესი იქნება (მექანიკის ვარიაციული პრინციპები და უმცირესი ქმედების პრინციპი). აღნიშნული თვისება საშუალებას გვაძლევს მოვძებნოთ მექანიკური სისტემის მოძრაობის განტოლებები და შევისწავლოთ ეს მოძრაობა.

ქმედების ცნებით, გარდა კლასიკური მექანიკისა, სარგებლობენ დრეკადობის თეორიაში, ელექტროდინამიკაში, კვანტურ მექანიკაში და სხვა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები