ქორწილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორწილი – ქალლ-ვიაჟის შეუღლების ტრადიციული ცერემონიალი. ქორწინების დღის მთავარი მოქმედი პირები არიან მექორწილე წყვილი საპლატაირძლო და სასიძო („მეფე-დედოფალი“). განსაკუთრებული ფუნქციები აქვს დაკისრებული ხელის მომკიდეს, ეჯიბს, მდადეს, მეჯვარესა და მაყრებს ორივე მხრიდან.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქორწილო ცერემონიალი ნაირსახეობით ხასიათდება. ამან შესაბამისი ასახვა პოვა ადგილობრივ ფოლკლორულ ძეგლებში. ხალხური ეპოსის ზოგიერთი ნიმუში (მაგ., საყოფაცხოვრებო ზღაპრები) ქორწილს სიუჟეტური ეპიზოდის სახით შეიცავს. ხშირად ქორწილი ზღაპრის ფინალს წარმოადგენს. ამ დროს იგი, არცთუ იშვიათად, ზღაპრის მთავარი პერსონაჟის ხიფათიანი თავგადასავლის ბედნიერ დაბოლოებად გვევლინება. ქორწილთან დაკავშირებულია ხალხური ლექს-სიმღეოები, დალოცვა-სადღეგრძელოები (საქორწილო პოეზია), გამოცანები, ზმები.

ნეფეო, შენსა გვირგვინსა
ოთხკუთხიე ჯვარი სწერია...

გ. შეთეკაური


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956, გვ. 273-276;
  • ქ. სიხარულიძე, საქორწილო პოეზია, ლიტერატურული ძიებანი, XI.

იხილე აგრეთვე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები