ქოუზის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქოუზის თეორემა - (Coase Theorem) - რ. ქოუზის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა (და არსებითად არა თეორემა), რომლის მიხედვით უარყოფითი გარე ეფექტები არ იწვევენ რესურსების არარაციონალურ ალოკაციას, თუკი არ არსებობს ტრანსაქციური ხარჯები. თუ მხარეები უდანახარჯოდ შეთანხმდებიან რესურსების განაწილებაზე, მაშინ ისინი გადაჭრიან გარე ეფექტების პრობლემას. განსაზღვრულ პირობებში გარე ეფექტებისა და ბაზრის არასრულყოფილების კორექტირება ხდება დაინტერესებული მხარეების მოლაპარაკების გზით.