ქოფეთდაღი
ქოფეთდაღი – ქოფეთდაღის ქედი თურქმენეთ-ხორასის მთების ჩრდილო მთაგრეხილია, რომლის უმეტესი ნაწილი ირანის ფარგლებშია, ხოლო მცირე ნაწილი თურქესტანს ეკუთვნის. განეკუთენება ალპურ დანაოჭებას, რელიეფი უმეტესად საშუალო და დაბალმთიანია. შედგება ურთიერთპარალელური მთაგრეხილებისაგან და მათი გამყოფი გასწვრივი და გამკვეთი ხეობებისაგან. მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს (3117მ) ირანის ტერიტორიაზე. ჩრდილოეთ მხარეზე გასდევს ტექტონიკური რღვევის ზონა, რომელიც ხასიათდება ინტენსიური სეისმური ბუნებით (უძლიერესი იყო აშხაბადის მიწისძერა I948 წელს).
სარჩევი |
ჰავა
ჰავა მშრალი სუბტროპიკულია. ზაუხული ცხელი (საშუალო ტემპერატურა დაბალმთიან ზონაში და მთისწინეთში პლუს 30°) და მშრალია. ზამთარი გრილი და ზომიერად ცივია (მთისწინებში და დაბალმთიან ზონაში, ნული გრადუსი), ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 200-300 მმ მაქსიმუმი მარტზე მოდის. მთისწინა ზონაში თოვლის მდგრადი საბურველი არ წარმოიქმნება.
ზედაპირული ჩამონადენი
'ზედაპირული ჩამონადენის წარმოსაქმნელად კლიმატური პირობები არახელსაყრელია. ჩრდილო კალთებიდან ჩამოედინება პატარა მდინარეები და ნაკადულები რომელთა წყალი მთლიანად იხარჯება სარწყავად. მდინარეებს ახასიათებთ შერეული საზრდოობა (თოვლი, წვიმა, გრუნტის წყლები). ზაფხულში მდინარეთა მნიშვნელოვანი ნაწილი შრება.
მდინარეებთან დაკავშირებული საზიანო სტიქიური მოვლენებიდან აღსანიშნავია ღვარცოფები, რაც გამოწვეულია პერიოდული ხანმოკლე თავსხმა წვიმებით.
მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო
ქოფეთდაღის მთიანი ოლქის ტერიტორიაზე გაბატონებულია არიდული ლანდშაფტები. მთისწინა ვაკეები უკავია უდაბნოებს, რომელსაც სიმაღლით. (500-1150 მ) ცვლის სუბტროპიკული მთის სტეპები, 1500 მ-დან სტეპებში მნიშვნეშლოივანი ადგილი უკავია ღვიას და მთის ქსეროფიტებს. რეგიონის ტერიტორია მცირე გამონაკლისის გარდა ტყეებს მოკლებულია. მხოლოდ დასავლეთ ქოფეთდაღის შედარებით ტენიან ხეობებში ქარპირა კალთებზე ხარობს ჩვეულებრიეი კაკალი, ლეღვი, ქლიავი, პანტა, ნეკერჩხალი, აკაკი, ნუში, ბროწეული, ღვია და სხვა.
ცხოველთა სამყაროში, მთისწინეთში და დაბალმთიან ზონაში ჭარბობს უდაბნოს ბინადრები.
ბალხანები
ჩვეულებრივ, ქოფეთდაღის მთიანი ოლქის ფარგლებში განიხილავენ ბალხანებს (დიდი და პატარა), რომლებიც მდებარეობენ თურქმენეთის დასავლეთ ნაწილში ქოფეთდაღის დასავლეთ დაბოლოებას და ყარა-ბოგა8-გოლის უბეს შორის. ქოფეთდაღისაგან გამოყოფილია უზბოის მშრალი კალაპოტით. დიდი ბალხანის ქედის მაქსიმალური სიმაღლე 1880მ-მდეა (მთა არლანი), პატარა ბალხანის – 777მ. მათი კალთები დანაწევრებულია ხრამებისა და მდინარეთა დროებითი კალაპოტების ხშირი ქეცით. გაბატონებულია უდაბნოს, ნახევარუდაბნოს და მთის სტეპების ლანდშაფტები.