ღვთისმშობელი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვთისმშობელი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გვირგვინის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი), ზღვის დონიდან 1520-1600 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 31 კმ მანძილზე, გვერდისუბნის თემში.

სოფელში შემორჩენილია XII საუკუნის თიხის გამომწვარი მილები, რაც გვაფიქრებინებს, რომ სოფელში წყაროს წყალი ყოფილა გაყვანილი.

საბჭოთა პერიოდში სოფელს შეეცვალა სახელი და ოსი რევოლუციონერის – ზნაურ აიდაროვის პატივსაცემად არაოფიციალურად აიდაროვი ეწოდებოდა. თუმცა მოსახლეობის 1926 წლის საყოველთაო აღწერაში და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში (1930, 1949, 1966, 1987) ეს სახელი არსად არ არის მითითებული. მოსახლეობის რიცხოვნობა – 17, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002).


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები