ყურბელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yurbela1.PNG

ყურბელა - ყავისფერი მწერია, გრძელი სხეულითა და კუდის დაბოლოებაზე, ორი მაგარი კაკვით. ყურბელა ცივ, წვიმიან ზაფხულში სკაში სახლდება მასიურად, განსაკუთრებით სუსტ ოჯახებში, ბინადრობს დასათბუნებელ მასალაში, ზოგჯერ კი უჯრედებს იკავებს ნაპირა ფიჭებზე, იკვებება ჭეოთი და თაფლით.

ბრძოლის ღონისძიებები. ყურბელების მოსასპობად იყენებენ მახეებს ძველმანების სახით, რომლებსაც ათავსებენ სკის ჭერში, სახურავქვეშ. ყურბელები გროვდებიან ძველმანების ნაოჭებში, მათ ანთებულ კოცონში ბერტყავენ. ხაფანგში შეიძლება მოწამლული მისატყუებლის მიცემაც, პურით, ხილფაფით, ფარშით ან გასრესილი სამამლე ბარტყით. მისატყუებელში უმატებენ 1% ქლოროფოსს. ყურბელების მოსპობა შეიძლება მოწამლული ცომითაც, რომელშიც შედის სამი წილი გამხმარი პურის სრესილი, ერთი წილი პარიზის მწვანა და წყალი. ცომის ნაჭრებს აწყობენ სკების ახლოს, როცა პარაზიტები მშივრები არიან. სკების სადგამებს გარშემო ახვევენ სოლიდოლში დასველებულ ჩვრებს, რომელსაც 5% -იან ქლოროფოსს უმატებენ.



წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები