შავარდნისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავარდნისებრნი (ლათ. Falconidae) − ფრინველთა ოჯახი შავარდნისნაირთა რიგისა. შავარდნისებრთა ოჯახი აერთიანებს საშუალო ან შედარებით პატარა ზომის მტაცებელ ფრინველებს, რომლებიც გარეგნულად საკმაოდ ემსგავსებიან ერთმანეთს. მათთვის დამახასიათებელია ძლიერი და ჩასკვნილი სხეული, ზომიერი სიგრძის მახვილი ფრთები, შედარებით მოკლე კუდი, წვეროში მკვეთრად მოხრილი მოკლე ნისკარტი. ნისკარტზედას კიდეებზე გამონაზარდებია კბილაკების სახით. ნესტოების ხვრელებში შეიმჩნევა კანის ბურცობები. ზომიერი სიგრძის ფეხები შეიარაღებულია მოხრილი და მახვილი ბრჭყალებით. ქვედა ყბის გვერდებზე ბუმბულსაფარველის კიდეები სწორხაზოვანი ან ოდნავ მოხრილია.

შავარდნისნაირნი შესანიშნავად ფრენენ და შეგუებული არიან უპირატესად მფრინავი მსხვერპლის დაჭერისადმი. იკვებებიან ძირითადად ფრინველებით, თუმცა ზოგიერთი მიწაზეც იჭერს ნადავლს — თაგვისებურ მღრღნელებს და მწერებს, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ მწერებს.

ოჯახში გამოყოფენ სხვადასხვა რაოდენობის გვარებს, რომლებიც სულ 61 სახეობას აერთიანებს. საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი გვარი.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები