შარდოვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარდოვანა (კარბამიდი) – ქიმიური შენაერთი (ნახშირმჟავას დიამიდი) თეთრი კრისტალების სახით, რომელიც ადვილად იხსნება წყალში, ეთანოლში, თხევად ამიაკში, გოგირდის ანჰიდრიდში. გამოყენების ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა (აზოტოვანი სასუქები). მშენებლობაში ადჰეზიტების სახით გამოიყენება მერქანბოჭკოვანი ფილებისა და ფანერის წარმოებაში. აგრეთვე კარგი მასალაა თბოელექტროსადგურებისა და ნაგვის გადასამუშავებელი ქარხნების საკვამლე მილების, საბოილეროების, შიგაწვის ძრავების გასაწმენდად; იხმარება თეფშების, ფუჟერების, ჭიქების, ელექტროარმატურის დასამზადებლად; საფუძველია ცეცხლგამძლე ემალებისა, რომლებსაც იყენებენ მოსაპირკეთებელი ფილების, სამზარეულოს ჭურჭლის, მაცივრებისა და სხვათა ზედაპირული დაფარვისათვის. ფართოდ გამოიყენება ფისების წარმოებაში (შარდოვანაფორმალდეჰიდი, შარდოვანამელამინფორმალდეჰიდი და სხვ.).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები