შარჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შარჟი –(ფრანგ. charge, charger – გაზვიადება), ვინმეს ან რაიმეს ასახვა სატირულ-სახუმარო შტრიხების გამოყენებით. შარჟში დაცულია გარეგნული მსგავსება, მაგრამ გადაჭარბებით ხაზგასმულია დამახასიათებელი ნიშნები. ამ ხერხმა ფართო გავრცელება ჰპოვა „ეპიკურ თეატრში“.
დამცინავი, სრული უარყოფის გამომხატველი შარჟისაგან განსხვავებით არსებობს მეგობრული შარჟიც. მხატვრულ ლიტერატურაში შარჟს ფართოდ იყენებენ ეპიგრამასა და პამფლეტში