შესემტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შესემტეტი – (ეგვ.Šsmt.t), ლომის სახის მქონე ქალღმერთი, რომელიც უკვე ძველი სამეფოს დროს შეერწყა სახმეტს და ამ სახით შობს მეფეს: „სახმეტმა ჩაისახა უნისი, შესემტეტმა ის შობა“.

„შესემტეტი“ ერქვა ტერიტორიას, რომელიც ქვემო ეგვიპტის მეოცე ნომის მიდამოებში, აღმოსავლეთ დელტის საზღვართან მდებარეობდა. „შესემტეტი“ ერქვა ასევე მარგალიტებით მორთულ ქამარს, რომელსაც ღმერთები და მეფეები ატარებდნენ], როგორც სიძლიერის სიმბოლოს. შესაძლოა, ქალღმერთის სახელი ორივე სიტყვასთან არის დაკავშირებული, რადგან სოპდუ, ამ ლოკალობის ღვთაება, „შესემტეტ მხარის ბატონი“ იყო და შესემტეტ-ქამარი – მისი აუცილებელი ატრიბუტი]. შესემტეტი ერქვა ასევე მინერალს, რომელიც ამ მხარეში მოიპოვებოდა. ითვლება, რომ ეს ქალღმერთი თავისი მხარის და ღვთაებრივი ძალის პერსონიფიკაცია იყო. შელოცვაში, რომელიც წლის ბოლო დღეს უნდა წარმოთქმულიყო, მისი სახელი მოიხსენიებოდა, როგორც მაგიური ძალა ბოროტი დემონების წინააღმდეგ.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები