უნისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უნისი

უნისი – (ეგვ. Wnis, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2356-2323 წწ.), V დინასტიის ბოლო ფარაონი. მისი ნათესაური კავშირი წინა ფარაონებთან დადასტურებული არ არის. მანეთონის და ტურინის მეფეთა ცხრილის თანახმად, იმეფა 30 წელიწადს, რასაც იზიარებენ თანამედროვე მეცნიერები.

პირამიდა ააგო ჩრდილოეთ საქქარაში. მისი პირამიდის კედლებზე, უკვე ტრადიციულად ქცეული რიტუალების გარდა, მოთავსებულია ისტორიული ხასიათის სცენები, როგორიცაა სვეტების აღმართვა მოსახსენიებელ ტაძარში, ექსპედიცია აზიაში (სავარაუდოდ ბიბლოსში) და ბრძოლები ბედუინებთან აღმოსავლეთ დელტაში. განსაკუთრებით საინტერესოა ჩონჩხისებურად გამხდარი ადამიანების გამოსახულებები, რაც არ არის ტიპიური ეგვიპტისათვის და იწვევს ეჭვს, რომ მის დროს ქვეყანაში შიმშილის პერიოდი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უნისი არის პირველი ფარაონი, რომელმაც თავისი პირამიდის კედლებზე მოათავსა ლოცვების, შელოცვების, ჰიმნების უზარმაზარი კრებული, რომელიც შემდგომში აუცილებელი გახდა საიქიო სამყაროში გამგზავრების და იქ არსებობის გაგრძელებისათვის, და დღეს პირამიდების ტექსტების სახელით არის ცნობილი.




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები