მოსახსენიებელი ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსახსენიებელი ტაძარი – საკულტო განყოფილება, რომელიც ადრე სამარხის შიგნით იყო მოთავსებული, თანდათან მეფეების სამარხებში დამოუკიდებელი მოსახსენიებელი ტაძრის სახეს იღებს. პირველად ჯოსერის პირამიდასთან ჩნდება ცალკე მდგომი საკულტო ნაგებობა, მაგრამ მას ჯერ კაპელის სახე აქვს. იგი თანდათან ვითარდება და ხეფრენთან უკვე შთამბეჭდავი ტაძარის სახით არის წარმოდგენილი.

კომპლექსი იწყება ჭიშკრით, რომელიც პირამიდასთან მდგომ ტაძართან შემოღობილი გზით არის დაკავშირებული. მოსახსენიებელი ტაძრის არქიტექტურაზე საკულტო ტაძრის გავლენა იგრძნობა, მხოლოდ XI დინასტიიდან ღებულობს თავისებურ სახეს, რომელიც პირამიდის და კლდის სამარხის არქიტექტურის ერთგვარ კომბინაციას წარმოადგენს, რაც ყველაზე ხატოვნად მონტუხეტეპ III-ის მოსახსენიებელ ტაძარში ჩანს. ახალი სამეფოდან ეს ტრადიცია წყდება და ფარაონის სამარხი და მოსახსენიებელი ტაძარი ერთმანეთისაგან დაშორებით იგება (პირველმა ეს ამონხეტეპ I-მა გააკეთა). იმავდროულად, ის იცვლის სახეს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივ ხდება სხვა ღმერთებისადმი (ძირითადად ამონისადმი) მიძღვნილი ტაძრის ნაწილი. ტაძარს, სადაც გარდაცვლილი ფარაონის კულტიც იყო, ეგვიპტელები „ფარაონის მილიონი წლის სახლს“ ეძახდნენ. თავის მოსახსენიებელ ტაძარში რამსეს III მიმართავს ამონს: „ჩემი მილიონი წლის სახლი მე შენ აგიგე“.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები