კლდის სამარხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლდის სამარხი – პირველი კლდის სამარხები ეგვიპტში II დინასტიის დროს ჩნდება. თანდათან მათი რიცხვი მატულობს და ახალი სამეფოს დროს უკვე სამარხის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. უძველესი კლდის სამარხები მასტაბას გამოძახილს წარმოადგენს. მუმია აქ ყველაზე ღრმად მოთავსებულ კამერაში ესვენა, წინა სექციების განლაგება კი მასტაბისას შეესაბამებოდა და საკულტო დანიშნულება ჰქონდა. ეს იყო შედარებით დიდი წინა ოთახი, რომლის უკანა კედელზე, სამარხში შესასვლელი კარის პირდაპირ, ცრუ კარიან ნიშაში ჩვეულებრივ სამარხის ქვა ან მიცვალებულის ქანდაკება თავსდებოდა. უფრო მოზრდილ სამარხებს კიდევ ერთი, წინა დარბაზი ჰქონდათ. თავისებური იყო თებეს კლდის სამარხები, რომლებიც დაახლ. XI დინასტიის დროს ჩნდება. კამერების განლაგება და ფორმა T ასოს შეესაბამება, ჩვეულებრივ მათ შესასვლელს კოლონები ამშვენებდა, თავზე კი პატარა პირამიდას ადგამდნენ. განსხვავებულია ასევე მეფეთა კლდის სამარხები. კერძო პირების სამარხებისაგან განსხვავებით, მათ საკულტო დანიშნულების განყოფილებები არ გააჩნდათ, რადგან მეფეებთან ამ როლს ცალკე მდგომი მოსახსენიებელი ტაძარი ასრულებდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები