შეშონკ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შეშონკ II-ის ოქროს ნიღაბი

შეშონკ II (დაახლ. ჩვ.წ.-მდე ? -890) შეშონკ I-ის შვილიშვილი და ოსორკონ I-ის შვილია. მისი დედა იყო ფსუსენეს II-ის ქალიშვილი, მაატკარა, ასე რომ მისი გამეფებით ლიბიური დინასტია ერთგვარად XXI დინასტიის მემკვიდრეც ხდება. ტახტზე ასვლის შემდეგ ოსორკონმა თავისი მემკვიდრე, შეშონკი დანიშნა ამონის მთავარ ქურუმად თავისი ძმის, იუპუტის ნაცვლად, 890 წ. კი თანამმართველად, მაგრამ შეშონკ II მამაზე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა.





წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები