შიზოფრენიული ტიპით დაქვეითება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შიზოფრენიული ტიპით დაქვეითება - (schizophrenic deterioration), ადაპტიური კოგნიტიური უნარების, ნებელობისა და ემოციური რეაქციების, მოტივაციისა და სოციალური ჩვევების პროგრესირებადი დაქვეითება, რომელიც ახასიათებს შიზოფრენიით დაავადებულებთა ნაწილს, დაავადების დაწყებიდან სხვადასხვა პერიოდებში. ჩვეულებრივ, პროცესი დეფექტის ან გამოსავალი მდგომარეობით მთავრდება, მაგრამ ყოველთვის შეუქცევადი არ არის.