შლილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შლილი

1. წირის შლილი – სწორხაზოვანი მონაკვეთი, რომლის სიგრძე ამ წირის სიგრძის ტოლია. ასეთი მონაკვეთის ძიებას ეწოდება წირის გაწრფევება, ანუ წირის რექტიფიკაცია. ზოგჯერ წირის შლილში გულისხმობენ მის ევოლვენტას.

Slili.PNG

2. მრავალწახნაგას შლილიმრავალკუთხედი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს სხვა მრავალკუთხედების გაერთიანებას, რომელნიც მოცემული მრავალწახნაგას წახნაგების კონგრუენტულნი არიან და რომელთათვისაც მითითებულია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ ისინი ერთმანეთს გვერდებისა და წვეროების მიხედვით, რომ მივიღოთ მოცემული მრავალწახნაგა.

3. ზედაპირის შლილი – ღუნვადი მრუდე ზედაპირის შლილი – ბრტყელი ფიგურების სიმრავლე, რომლებიც მოცემული ზედაპირის ნაჭრების იზომეტრულია და რომლებიდანაც შეიძლება ამ ზედაპირის შეწებება. მაგალითად, მართი წრიული კონუსის შლილი არის წრიული სექტორი. მართი წრიული ცილინდრის შლილია მართკუთხედი.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები