შოპკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„შოპკა“ – (პოლ. szopka, სიტყვასიტყვით – „ბუნაგი“), პოლონური თოჯინების თეატრის ერთ-ერთი უძველესი ფორმა. გავრცელდა შუასაუკუნეებში. ჩაისახა როგორც ღვთისმსახურების ნაწილი კათოლიკურ ეკლესიაში. „შოპკას“ წარმოდგენები თამაშდებოდა ორიარუსიან ყუთში მოქმედებდნენ ღეროიანი თოჯინები ჯოხებზე. სააღდგომო წარმოდგენებს დასაწყისში ჰქონდა რელიგიურ-მისტერიალური ხასიათი. მე-16-17 საუკუნეებში მასში შეტანილ იქნა ყოფითი და სატირული ელემენტები. „შოპკას“ წარმოდგენებმა ხელი შეუწყვეს უკრაინაში (ვერტეპი) და ბელორუსიაში (ბატლეიკა) თოჯინური სპექტაკლების წარმოშობას.

მე-20 ს. „შოპკა“ ფართოდ იქნა გამოყენებული პოლონეთის თოჯინების სატირულ თეატრში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები