შტაინერის წირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შტაინერის წირი – მე-4 რიგის ბრტყელი ალგებრული წირი, რომელსაც აღწერს R=3r რადიუსის მქონე წრეწირის შიგნით მგორავი r რადიუსის წრეწირის M წერტილი. ეს არის ჰიპერციკლოიდა მოდულით

შტაინერის წირი შედგება სამი შტოსაგან. აქვს უკუქცევის სამი წერტილი. შტაინერის წირის სიგრძე L = 16 r . შტაინერის წირით შემოსაზღვრული ფართობი S=2π r2. წირი გამოიკვლია ი. შტაინერმა.