შჩედრინი როდიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როდიონ შჩედრინი

როდიონ შჩედრინი – (16 დეკემბერი 1932, მოსკოვი), რუსი კომპოზიტორი და პიანისტი, სსრკ. სახალხო არტისტი (1981).

1955 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია კომპოზიციისა და ფორტეპიანოს სპეციალობით (ხელმძღვანელი ი. შაპორინი და ი. ფლიერი).

ნაწარმოებები: ოპერები – „არა მარტო სიყვარული“ (1961), „მკვდარი სულები“ (1977), ბალეტები –„კუზიანი კვიცი“ (1960), „კარმენ-სიუიტა“ (1967), „ანა კარენინა“ (1972), „თოლია“ (1980), „მანდილოსანი ძაღლით“ (1985); ორატორია „ლენინი ხალხის გულშია“ (1969), „პოეტორია“ (ვოკალურ-სიმფონიური კონცერტი, 1968), 2 სიმფონია (1957, 1965), 3 კონცერტი ორკესტრისათვის: „მხიარული შაირები“ (1963), „ზარები“ (1968), „ავტოპორტრეტი“ (1984), 3 საფორტეპიანი კონცერტი (1954, 1966, 1973), 24 პრელუდია და ფუგა (1970), პოლიფონიური რვეული (1972).

1965- 69 მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1962-იდან), რსფსრ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1973-იდან). მინიჭებული აქვს სსრკ სახელმწიფო (1972) და ლენინური პრემია (1984). ბავარიის ნატიფი ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრ-კოროსპოდენტი (1976). როდიონ შჩედრინი თანამედროვე რუსული მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენელია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები