ჩიანო გალეაცო
ჩიანო გალიაცო გალეაცო დი კორტელიცო − (იიტალ. Gian Galeazzo Ciano, conte di Cortellazzo; 18 მარტი 1903 — 11 იანვარი 1944), გრაფი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ფაშისტური იტალიის დიპლომატი.
დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა 1925-დან. მუშაობდა იტალიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ბრაზილიაში, არგენტინაში, ვატიკანში, ჩინეთში. 1936-43 – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი; აქტიურად მონაწილეობდა ინტერვენციაში ესპანეთის წინააღმდეგ. „ღერძი ბერლინი-რომი“ შექმნასა და 1940 სამთა პაქტის დადებაში. 1942 წლის მიწურულიდან მიემხრო მმართველი წრეების იმ დაჯგუფებას, რომელსაც სურდა სეპარატული ზავის დადება, რის გამოც 1943 წლის თებერვალში გაათავისუფლეს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. დაინიშნა ელჩად ვატიკანში. ივლისში მონაწილეობდა მუსოლინის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, 1944 წლის იანვარში ფაშისტური სამხედრო ტრიბუნალის განაჩენით დახვრიტეს.